ილჰამ ალიევი - ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედია ფორუმზე“ განაცხადა.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

„სამწუხაროდ, რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია, ვიცით რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან რა მოხდა.

კითხვაა - რატომ არ შვებიან იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი იზამდა? ჩვენი თხოვნები და მოთხოვნები სრულიად ბუნებრივია - აღიარონ ამ ინციდენტისთვის ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, და კომპენსაცია გადაუხადონ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს და „აზერბაიჯანის ავიხაზებს” დაკარგული თვითმფრინავის ასანაზღაურებლად…

ამას არ დავივიწყებთ. რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. [უკრაინაში რუსების მიერ 2014 წელს ჩამოგდებულ] მალაიზიურ „ბიონგს” 10 წელზე მეტი დასჭირდა. ასე რომ, მოვიცდით 10 წელი, მაგრამ სამართალი მიღწეულ უნდა იქნას,” - განაცხად ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე პასუხი გასცა კითხვაზე, თუ რისი რჩევა შეუძლია უკრაინისთვის ადა უკრაინელებისთვის.

„ოდესღაც მქონდა შესაძლებლობა მეპასუხა უკრაინის წარმომადგენლისთვის ერთ-ერთ ღინისძიებაზე რამდენიმე წლის წინ და დაახლოებით იგივე კითხვა იყო. ჩემი პასუხი იმისგან განსხვავებული არ იქნება და ვფიქრობ, ეს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებსაც ემთხვევა - არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს მთავარი რჩევაა…

იმას რომ დავუბრუნდეთ, რაც ვთქვი - არასდროს დანებდეთ და არასდროს არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - განაცხადა ალიევმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის