რუსული მხარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ცხრა რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის ოლქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ქალაქ ზელენოგრადში ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა - შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ - თვითმფრინავების გაშვება და მიღება შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს