შალვა პაპუაშვილი - მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას

ირაკლი ხვადაგიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება.

პაპუაშვილის თქმით, „მართლაც კატასტროფაა იმის ყურება“, თუ როგორი „არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას“.

,,ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს "ხელისუფლების დამხობას".

როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ელჩმა "ნაციონალური მოძრაობის" ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები, შემთხვევით, "ხელისუფლების დამხობის", "არჩევნების ჩაშლის" და "ქუჩის ძალადობის" მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ, მხოლოდ შემთხვევითობაა.

თუმცა, სინამდვილეში, ეს "შემთხვევითობა" იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას.

ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი, საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა, წუთით წარმოედგინა, რა მოხდებოდა, საქართველოს საელჩოს რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი, რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს, ამიტომ არ მივმართავ.

უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ - ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა”, - წერს პაპუაშვილი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი