ჰერპეტოლოგი - გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი - დედაქალაქში, გამოძახების 70% გველხოკერაზე მოდის

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საცხოვრებელი უბნის მიმდებარედ შეგვხვდა ქვეწარმავალი, სანამ შესაბამისი ჯგუფი მოვა, რეკომენდებულია შორიახლოს ვადევნოთ თვალი გველის გადაადგილების მიმართულებას.

„ჩვენს დედაქალაქში გიურზებიც არიან, არ მინდა, ამ მხრივ საპანიკო ფონი შევქმნათ. დედაქალაქის შემოგარენში, გიურზას გავრცელების არეალია და შესაძლოა, გვქონდეს მათთან შეხების მომენტი.

გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს ტერიტორია, აფრიკის დასახლება, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. 10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. ეს არ არის განსაკუთრებული რიცხვი - როგორც გასულ წლებში, ისე გვაქვს ახლაც. ზოგადად, ყველა უბანში არიან ქვეწარმავლები, შესაბამისად, ყველა უბნიდან ხდება გამოძახება. დედაქალაქში, გამოძახების 60-70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით. ეს არ არის გველი, უფრო ხვლიკია, სრულად უწყინარი არსებაა, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი უბნის მიმდებარედ შეგვხვდა ქვეწარმავალი, სანამ შესაბამისი ჯგუფი მოვა, რეკომენდებულია შორიახლოს ვადევნოთ თვალი ამ გველის გადაადგილების მიმართულებას. ჯგუფის მოსვლის შემდეგ, ჯგუფს გაუადვილდება მისი მოძიება და დაჭერა.

თუ ბუნებაში შეგვხვდება, მოვერიდოთ, გამოვიწიოთ, მივცეთ საშუალება გველს თავისი გზით წავიდეს. როგორც ადამიანებს გვეშინია ქვეწარმავლების, ქვეწარმავალს ჩვენზე მეტად ეშინია. ადამიანთან შეხვედრის შემდეგ გველი ყველა შემთხვევაში ეცდება ტერიტორიას თავი გაარიდოს.

დაკბენის შემთხვევები იშვიათია. ისე არ ხდება, რომ [გველი] გამოექანოს და გამოგვეკიდოს, მივცეთ გველს საშუალება თავისი გზით წავიდეს, არ გამოვხატოთ ზედმეტი ინტერესი, არ დავუპიროთ დაჭერა ან შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, ეს დაკბენის ფაქტს აგვარიდებს.

დაკბენის შემთხვევაში მიმართეს 112-ს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კბენის შემთხვევაში სასურველია ჰორიზონტალურად დავწვეთ, დიდი რაოდენობის წყალი მივიღოთ, ასევე ნაკლებად ნერვიულობა, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს“,-აღნიშნა რატი მამუკაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა