დიმიტრი პესკოვი ილჰამ ალიევის განცხადებაზე - თუ აზერბაიჯანი გადაწყვეტს AZAL-ის თვითმფრინავთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანას, ეს მისი უფლებაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანის გეგმის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ბაქო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი უფლებაა.

„თუ აზერბაიჯანი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ეს აზერბაიჯანის უფლებაა - ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ განაჩენებს ყველა მიმდინარე გამოძიებიდან და პროცესიდან“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება მოსკოვის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა