სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას განცხადებით, დღეიდან, სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება. მისივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც თამარ ზოდელავა აცხადებს, ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს საშუალება ეძლევა ინიციატივით ისარგებლოს და სააგენტოს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით მიმართოს.

“სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტის შემუშავება სააგენტოს მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე განხორციელდა. შესწავლილ იქნა სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტები, როგორიც არის “ხედვა 2030“, ასევე სექტორული დოკუმენტები. ამის შემდეგ არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ჩავატარეთ, გაეგზავნათ საბჭოს წევრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში. საბჭომ შემდეგ მოკვლევის და კონსულტაციების შედეგების და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შემდეგ მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა.

დაინტერესებულ პირად, საგრანტო განაცხადის მაძიებლებად, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციად. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია, რომ ამ ინიციატივით ისარგებლოს.

დღეს საჯარო კონკურსი გამოცხადდება, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად აიტვირთება დოკუმენტები და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელიც დაინტერესდება და მოგვმართავს სახელმწიფო გრანტის მიღების სურვილით. რაც შეეხება ბიუროკრატიას, ჩვენ შევიმუშავეთ ყველა წინაპირობა, განვსაზღვრეთ დანართები, რომ ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს ისარგებლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ სატელეფონო თუ ასევე პირადი კონსულტაციით ხელი შევუწყოთ ყველა პირს, რომელიც კონკურსის მონაწილედ გადაწყვეტს, რათა მომართოს სააგენტოს.

წელს სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 20 მილიონის ასიგნები. რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადებთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათასს ლარს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში