ლევან ხაბეიშვილი - ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის - ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა, მხოლოდ ივანიშვილისთვის

ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის. ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა, მხოლოდ ივანიშვილისთვის , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმპორტი გაზარდა საქართველოში ივანიშვილის მიერ შემოტანილმა ნახატებმა.

„ვინც გამოიწერეთ რაღაც 300 ლარზე მეტი, აუცილებლად დაიბეგრებით და ბიძინამ 100 - 200 მილიონი კი არა, ნახევარი მილიარდის ნახატები შემოიტანა ისე, რომ ერთი ლარი არ გადაუხდია. აბა, ერთი წამით დაფიქრდით, თქვენ რომ 300 ლარზე მეტი შემოიტანოთ დაიბეგრებით, მაგრამ ბიძინა ნახევარ მილიარდს შემოიტანს და თეთრს არ გადაიხდის. ამასობაში, გვაჩვენებენ, რომ იმპორტი გაიზარდა, ეკონომიკა ყვავის, ვაჭრობა გვაქვს, მაგრამ უკაცრავად და რის ხარჯზე გაიზარდა ეს? იმის გამო ხომ არ გაიზარდა, რომ ბიძინამ 400 მილიონ ლარზე უფრო მეტის ნახატები შემოიტანა? თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ იმპორტი გაზარდა ივანიშვილის მიერ შემოტანილმა ნახატებმა. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა ორი კურდღელი დაიჭირა - ნახატები შემოიტანა და ხალხს აჩვენებს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქართველი ხალხისთვის არა და ივანიშვილისთვის ნამდვილად ყვავის”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო