„კოალიცია ცვლილებისთვის“ - საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას  და მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს

მეოთხე დღეა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაჩქარებული წესით ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეობას - "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების შანსს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების’’ უმოქმედობა და დუმილი აღნიშნული პრობლემის შესახებ „მოღალატეობრივია“.

„მეოთხე დღეა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დუმს. მაგრამ, როდესაც ივანიშვილის ფულს დაცვა დასჭირდა, ღიად დაუპირისპირდნენ ჩვენს ისტორიულ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში.

"ქართული ოცნების’’ მოღალატეობრივ დუმილსა და უმოქმედობაში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გაგრძელების შესახებ, გასაკვირი არაფერია. თუმცა, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა საზოგადოებას საქართველოს მშვიდობიან დეოკუპაციასა და გამთლიანებას.

რეალურად, "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც ანგრევს არაღიარების პოლიტიკას და გვიკლავს შანსს ჩვენი სამშობლოს გამთლიანების. სწორედ ივანიშვილის გუნდმა არ მისცა ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, რომელშიც სირიის ახალ პრეზიდენტს მოუწოდებდნენ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის შესახებ. სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებები დაიმოწმა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებების გასამართლებლად.

რეჟიმის დემონტაჟი, ევროკავშირში ინტეგრაცია, სადაც გვექნება ევროპული ტიპის დემოკრატია, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არის გზა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისა და გამთლიანებისკენ”, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში