დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციების მიზანს „რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიასა და ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს“.

„ახალი სანქციების სამიზნეს 135 ნავთობტანკერი წარმოადგენს, რომლებიც იმ ფლოტის ნაწილია, რომელმაც 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთი უკანონოდ გადაიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ორ კომპანიაზე ვრცელდება, რომელთა სახელზეც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებია რეგისტრირებული. ერთ-ერთი მათგანი კი რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“ არის დაკავშირებული.

„ახალი სანქციები პუტინის „ჩრდილოვან ფლოტს“ კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს და რუსეთს ნავთობიდან მიღებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს წაართმევს, რომლებსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება