სკოტ ბესენტი - მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, მოგვბაძონ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დავაწესებთ - ქვეყანას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობს შეიძენს, 100%-მდე ტარიფები დაუწესდება

მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, რომ მოგვბაძონ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არსებული პარადიგმა შეცვალა. არ ვიცი საბოლოო ვადა რა იქნება, იქნება ეს 10, 30 თუ 50 დღე, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობს შეიძენს, 100%-მდე მეორადი ტარიფები დაუწესდება“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას 90-მდე სენატორი უჭერს მხარს.

„ასე რომ, ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს იმაში, რომ ტარიფები პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა და ეს რევოლუციურია. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ მოგვბაძონ, თუ ამ მეორად ტარიფებს დავაწესებთ“, - აღნიშნა ბესენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს