რიკარდ იოზვიაკი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია - იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად მოქმედებს“.

რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით „რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს“.

„თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომაროებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?“, - წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავიდანვე ნათელი იყო, რომ სანქციები და ორი ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და მიმოსვლის აკრძალვა არც კი განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერდნენ.

„გასაკვირია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. რეალური შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ მინისტრები ამ საკითხს ოქტომბერში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრის დროს დაუბრუნდნენ. ასე რომ, თბილისზე ზეწოლის განხორციელების დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის გასააქტიურებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა გახდება საჭირო“, - აღნიშნავს ავტორი.

იოზვიაკი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით „მსგავსი უმრავლესობა ჩნდება, თუმცა წევრებს შორის საკითხი არაპოპულარულია“.

„იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს