შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა ხალხის და ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს

რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს", გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.

„რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს.

მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.

ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის" ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია