რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შექმნის ბრძანება გავეცი. დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის დაზვერვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა 2 ივნისს სტამბოლში, რუსულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებისა და ახალი შეხვედრის გამართვის დეტალების შესახებ აცნობა.

„უკრაინა მზად არის რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოს პატიმრების გასათავისუფლებლად, გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად, მკვლელობების დასასრულებლად და ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად, რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სტამბოლში, 23 ივლისს არის დაგეგმილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს