ლევან მახაშვილი - კანონებს უვიზო რეჟიმთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერიც

ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო - ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერიც, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ორ-სამ კანონამდე დავიდა და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საკითხების გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ხდება.

„ველით უცხოეთის მხრიდან წინასაარჩევნოდ სიტუაციის გაცხელების და ოპოზიციის რაღაცნაირად გაძლიერების მცდელობას. რეალურად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიზასთან დაკავშირებული პროცესი ყოველთვის სამუშაო პროცესი იყო, საქართველო ევროკომისიასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ხან ხუთი რეკომენდაცია იყო და ხან თხუთმეტი, მაგრამ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს აკეთებდა, სადაც და როგორც შეეძლო, რათა ამ სისტემას გამართულად ემუშავა და ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო დაცული. საქართველომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, არაერთი ნაბიჯი გადადგა და უკვე არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ეხება მიგრაციის უკანონო მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და კორუფციასთან ბრძოლას. ამ მიმართულებით, ევროკომისიასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ორ-სამ კანონამდე დავიდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საკითხების გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ხდება, თორემ სინამდვილეში, ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო, მანქანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილოს და შემმოწმებელი მოგედავოს, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო. ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერიც. ამ კანონებს ამ სისტემის ფუნქციონირებასთან და ევროკავშირის უსაფრთხოებასთან არ აქვს და უბრალოდ, ამ საკითხებით მანიპულაცია ხდება,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის