ნინო წილოსანი - უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც „ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს".

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მაგრამ არა მხოლოდ. ეს სახელმწიფოები - იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს. საქართველოსთან დაკავშირებით წარმოებს უსამართლო მიდგომა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე, იმ ბრალდებების ფონზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და არაფერს აზიანებს, მათ შორის, არც ადამიანის უფლებებს, ვიზალიბერალიზაციის შეფერება და რაღაცა კავშირის დანახვა ამ ორ პროცეს შორის არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა?! ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება მართლაც დაწყვიტოს გული და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს," - განაცხადა წილოსანმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ