ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა პრობლემები რჩება ლენტეხის რამდენიმე სოფელში

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის პრობლემები რჩება ლენტეხის რამდენიმე სოფელში.

უფრო კონკრეტულად, სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის - ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა აღარ არსებობს. ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

შექმნილია საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

წუხელ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, თუმცა საბოლოოდ, მათი უსაფრთხო ადგილას გაყვანა მოხერხდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა