პაატა მანჯგალაძე - რეჟიმს ძალაუფლებას უხანგრძლივებს ის, რომ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა, გვჭირდება ძალების, რესურსების, გულების და ენერგიების კონსოლიდირება - ჩვენ ყველასთან ვეძებთ ერთიანობას

ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა - ჩვენ ძალების კონსოლიდირება გვჭირდება, რესურსების კონსოლიდირება გვჭირდება, გულების და ენერგიების კონსოლიდირება გვჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის წერილს ეხმაურება, სადაც ის ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციამ ლაპარაკი უნდა დაიწყოს და ერთმანეთისკენ გზა უნდა იპოვოს.

„აქტიურმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ინდივიდებმა უნდა შეძლონ ერთად, დიდ წინააღმდეგობის პლატფორმაზე გაერთიანება, რაც შექმნის ძლიერ ალტერნატივას, გრავიტაციის ცენტრს. ჩვენ ვამბობთ, რომ აქ არის მექანიზმი, გამარჯვების გზა და მოდით, დავილაპარაკოთ, უკეთესი იდეები მოიტანეთ. მთავარია ლაპარაკი დავიწყოთ, ერთმანეთისკენ გზა ვიპოვოთ. გავიაზროთ, რეჟიმს ძალაუფლებას უხანგრძლივებს ის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ დაქსაქსული უმრავლესობა და ჩვენი წინააღმდეგობა არ გარდაიქმნება ორგანიზებულ ძალაში. ჩვენ ძალების კონსოლიდირება გვჭირდება, რესურსების კონსოლიდირება გვჭირდება, გულების და ენერგიების კონსოლიდირება გვჭირდება. გახსნილები ვართ, რომ ნებისმიერი შენიშვნა, ნებისმიერი იდეა, რომელიც იქნება უკეთესი, გახდეს მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციას აჩვენა კონკრეტული გზა, ეს დაქსაქსული უმრავლესობა როგორ გადაიქცეს ქმედით ძალად, რომელიც შეცვლის რეჟიმს.

„ვინაიდან დაქსაქსული უმრავლესობა ვართ, აქეთ არის 8 პარტია, იქეთ ვიღაც არჩევნებზე მიდის, აქეთ კიდევ არის საპროტესტო ჯგუფები, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები. გიორგიმ ლამაზი სიტყვა კი არ თქვა მხოლოდ, რომ მოდით, გავერთიანდეთ, არამედ შემოგვთავაზა მარტივი მექანიზმი - პარიტეტულად, კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღებით. გვაჩვენა კონკრეტული გზა, ეს დაქსაქსული უმრავლესობა როგორ გადაიქცეს ქმედით ძალად, რომელიც შეცვლის რეჟიმს. ბევრი რამ გვყოფს რვიანშიც ბევრ პარტიასთან და პიროვნებასთანაც, მაგრამ ჩვენ ყველასთან ვეძებთ ერთიანობას. იმხელა მნიშვნელოვანი რამ დგას უკან, საქართველოს გადარჩენის იდეის სახით, რომ ეს განსხვავებები ამ ეტაპზე არაფერს ნიშნავს ჩემთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო