ნიკა ჩერქეზიშვილი ისანში, ერთ-ერთ კორპუსზე - აქ შეიძლება დატრიალდეს ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა „სადგურის მოედანზე“ - თბილისში 10 ათასზე მეტი ავარიული სახლია, მათი გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა კი აჩვენებს, რომ კალაძისთვის პრიორიტეტი არ არის უსაფრთხოება და სიცოცხლე

ისანში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, კონკრეტული პასუხი მერიისგან არ მიუღიათ. აქ შეიძლება დატრიალდეს ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა „სადგურის მოედანზე“,- ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ავარიულ კორპუსებს ეხებოდა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით 10 ათასზე მეტი ავარიული სახლია.

„თბილისში მომხდარი მძიმე შემთხვევის შემდეგ, როდესაც „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ავარიული შენობა ჩამოინგრა და 2 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, „ლელო ძლიერი საქართველოს“ თბილისის არაერთმა მაცხოვრებელმა მომართა, მომართვები იყო თბილისის ყველა რაიონიდან.

ახლა ვიმყოფებით ისანში, ერთ-ერთ ავარიულ სახლთან, რომლის მესაკუთრეებმა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, დღემდე კონკრეტული პასუხი მერიისგან არ მიუღიათ. აქ შეიძლება დატრიალდეს ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა „სადგურის მოედანზე“, აღნიშნულზე პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ კალაძე და თბილისის მერია. იცით, რომ თბილისის მასშტაბით არის 10 ათასზე მეტი ავარიული სახლი, ამ სახლების გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა ნათლად აჩვენებს, რომ კალაძისთვის პრიორიტეტი არ არის ამ ადამიანების გასაჭირი, უსაფრთხოება და სიცოცხლე“, - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს