შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება მართლაც გასაოცარია, მაგრამ ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასება მართლაც გასაოცარია, დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მორიგი შეფასება მართლაც გასაოცარია. შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვაჩვენებს.

მაგრამ ამ სიხარულზე მეტი, ალბათ, ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევას შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები; რომ არა დონორების ნაკვები სიძულვილი და ექსტრემიზმი; რომ არა ენჯეოების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები; რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები,“ - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია