გივი მიქანაძე - ქვეყანაში ეროვნული გამოცდები წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი - პროცესმა სტაბილურად, ხარვეზების გარეშე ჩაიარა

დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა, ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და გამოცდის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოცდო პერიოდში გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო.

„სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69%-მდე გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80% - საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. 83%-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან, ან აბარებენ გამოცდას.

22 ივლისს გორის საგამოცდო ცენტრში ჩატარდა უცხოური ენების საუბრის ნაწილის გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. 2025 წლის გამოცდები 3 ივლისს დაიწყო თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები