ირაკლი კობახიძე - დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალი აღსრულებულიყო

დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა საპროტესტო აქციებზე დაკავებულებზე საუბრისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება.

მან ისაუბრა 2023-2024 წლის პროტესტზეც და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ მაშინ გაჩნდა დაუსჯელობის განცდა.

„სასიამოვნო არ არის არცერთი ადამიანის დაკავება, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანის და ა.შ. ამაზე ყველა ვთანხმდებით, ცალსახად ასეა. მაგრამ მე გეტყვით, რა არის მთავარი პრობლემა, თქვენ გახსოვთ, 2023 წელს იყო უმძიმესი პროცესები, რევოლუციის მცდელობა, ლამის გადაწვეს თბილისი, გახსოვთ, რა ხდებოდა ცენტრალურ უბნებში. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მაშინ დაკავებული და ისიც შეწყალებით გაათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა. შედეგად მივიღეთ რა, რომ გაჩნდა დაუსჯელობის განცდა. ზუსტად იგივე განმეორდა ერთი წლის თავზე, 2024 წლის გაზაფხულზე. იქ დაპატიმრებული იყო მგონი 6 ადამიანი, იქიდანაც ერთი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, დანარჩენზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამანაც კიდევ ერთხელ გააჩინა დაუსჯელობის განცდა, ამიტომ, ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ კიდევ ერთი მცდელობა. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ შეუძლიათ ქალაქი გადაწვან, პარლამენტს ცეცხლი წაუკიდონ, პოლიციელს აგინო, აფურთხო, ქვები ესროლო, თვალის ჩინი დააკარგვინო და ა.შ. და შედეგს იღებ ნულს, რა თქმა უნდა, ეს ახალისებს დანაშაულს. მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. თავიდან, შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება. ამის შედეგია, რომ 1000-დან 30 ადამიანია, დაახლოებით, დაკავებული. რეალურად, 3%-იან მაჩვენებელზეა საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუსჯელობის განცდას ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “აჭარის“ ტელევიზიის ეთერში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე