მიხეილ ყაველაშვილი - ლიდერები, რომლებიც აპირებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა - ვიყენებ კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ, გამოიყენონ შესაძლებლობა, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ

ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა - ვიყენებ კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ, გამოიყენონ შესაძლებლობა, ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა მიზეზებზე, რაც გახდა საფუძველი, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის შეეთავაზებინა შეწყალების ინსტრუმენტი, თუ განაცხადებდნენ თანხმობას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

მისი თქმით, შეთავაზების მიზეზი იყო ის, რომ პარტიებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, სრულყოფილად მომზადებულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.

იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, - მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც “რუსთავი2“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს