ანა წითლიძე - სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს? - რაც შეეხება გახარიას პარტიას და „ლელოს“, აზრზე არ არიან, რა ხდება რეგიონებში, კონდიციონერიანი ოთახებიდან აკეთებდნენ განცხადებებს

საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რაღაც პლატფორმის ლიდერი იქნება თუ არ იქნება, სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება გიორგი ვაშაძის წერილს, სადაც ის ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე რვა პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს

ანა წითლიძის განცხადებით, პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ პოზიციებში გამოჩნდა, რომ ისინი მზად არიან იყონ „სისტემური ოპოზიცია“.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანები ოპოზიციაში - ეს გამოჩნდა გახარიასა და „ლელოს“ პოზიციებში - მზად არიან იმისთვის, რომ სისტემური ოპოზიცია იყონ. მზად არიან იმისთვის, რომ შეეგუონ ამ რეჟიმს და რეჟიმთან იყოს 2-3 საკრებულოს წევრზე ვაჭრობა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ, ვთვლით, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება და მისი დამარცხება არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძის თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ აზრზე არ არიან რა ხდება საარჩევნო უბნებზე და რეგიონებში, ამიტომ „ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გაყალბება არც დაჭირდება“.

„ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ ამ ადამიანებს ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის, რომ კიდევ ერთხელ "გააფარჩაკა" ეს ორი ოპოზიციური პარტია, თავზე გადაახია არჩევნები. არც დაჭირდება ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გაყალბება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანები აზრზე არ არიან რა ხდება რეგიონებში, ერთხელ მაინც ჩასულან სიორიძე ან ბერდია სიჭინავა, ერთი საარჩევნო უბანი მაინც ჩაუბარებიათ? კონდენციონერიანი ოთახებიდან აკეთებდნენ განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც მე ველზე დავრბოდი და კრიმინალებს ვებრძოდი სამეგრელოში. აზრზე არ არიან რა ხდება ველზე, აზრზე არ არიან რა ხდება სარჩევნო უბანზე. ტექნიკურადაც რომ შევხედოთ 3 ათასი ცხელი წერტილის შექმნა შეუძლია ერთადერთ პარტიას, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მას შეუძლია 3 ათასივე უბანი კანდიდატებით დააკომპლექტოს, ასევე დამკვირვებლები, წარმომადგენლები და კომისიის წევრები ჰყავდეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ვერც ერთი ეს პარტია ამის შევსებას ვერ შეძლებს, თუ შეძლებს, იმასაც სუს-ი შეუვსებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი