რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთს ტრამპისა და ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა და მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინამ რუსეთს დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რუსებთან სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ განაცხადა.

კერძოდ, უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა.

უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე. მას არ დაუკონკრეტებია რუსული მხარის რეაქცია ამ შემოთავაზებაზე.

უმეროვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები. მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტია იმყოფებიან, მათ შორის მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა პირების.

მისი თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1,200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის