ირაკლი კუპრაძე - ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა - გამეორება ცოდნის დედაა: ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით

"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების თაობაზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, გამეორება ცოდნის დედაა.

"რამდენიმე წუთის წინ ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა, "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან, თუ მივმართავთ განცხადებით და თუ მაღიარებთო.

ჩვენც ვპასუხობთ: გამეორება ცოდნის დედაა", - წერს ირაკლი კუპრაძე და აზიარებს მის მიერ გაკეთებულ 4 ივნისის განცხადებას, რომელითაც ყაველაშვილის პირველ შეთავაზებას უპასუხა, რომ "არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".

Attachment.png

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა