ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში

ევროკრედიტის არსებულ მომხმარებელს უკვე შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სესხი დაიმატოს ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად და სრულად ონლაინ, მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ცდილობს, ფინტექ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას და მომხმარებლებს რეგულარულად სთავაზობს გამარტივებულ ციფრულ და სრულად ონლაინ საფინანსო პროდუქტებსა და სერვისებს.

ახალი პროდუქტის მიხედვით, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს ევროკრედიტში აქტიური ავტოსესხით, მას შეუძლია, რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე თავისი პირადი კაბინეტიდან შეამოწმოს სასესხო ლიმიტი, შეავსოს განაცხადი ონლაინ და მიიღოს თანხა სასურველ ანგარიშზე, ფილიალში მისვლის გარეშე.

„ეს პროდუქტი საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებელს მოვემსახუროთ იქაც, სადაც ფილიალი ჯერ არ გვაქვს, რაც კომპანიის მოქნილობასა და სიმარტივეს აუმჯობესებს“, აღნიშნავს კომპანიის საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე.

პროდუქტი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება სწრაფად და ფილიალში მისვლის გარეშე, მხოლოდ 5 წუთში.

ევროკრედიტი ცნობილია, როგორც ხელსაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც დისტანციური მომსახურების განვითარებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. კომპანიის მიზანია, გახდეს ფინანსური ტექნოლოგიების ლიდერი ავტოსესხების მიმართულებით, მომხმარებლის კომფორტისა და თავისუფლების მაქსიმიზაციით.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის