ლევან სანიკიძე - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი დაპირისპირებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ სძლია ოპონენტებს - „ოცნებისთვის“ კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა, ჯერჯერობით, ბიძინას მისი ნაგვის ყუთში გადაგდება არ უნდა

4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია - როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ კახა კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა იმიტომ, რომ მათ ერთდროულად დაკარგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ზვიად ხარაზიშვილი და ჯერჯერობით, კახა კალაძის გადაგდება ბიძინას არ უნდა ნაგვის ყუთში. რამდენიმე თვე მისცემს შანს, რომ ისევ ფული აკეთოს თბილისის მერიაში, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძის დაყენებას შეეხებოდა.

როგორც სანიკიძემ განაცხადა, „ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებსა და დოღში ვინ გავა მეორე, მესამე, თუ პირველ ადგილზე მათ არ აინტერესებთ“.

„4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები. 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შირმის შექმნა. ეს არის ერთადერთი მიზანი, რის გამოც ტარდება. ეს ლეგიტიმაცია არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების დაკომპლექტებას, არამედ დაკავშირებულია იმასთან, რომ იქნება რამენაირად მათმა ე.წ. პრეზიდენტმა, მთავრობამ, ე.წ. პარლამენტმა მიიღოს მცირეოდენი ლეგიტიმაცია მაინც. დანარჩენი ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ვინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი შიდა დაპირისპირებისას, ქუჩური გარჩევებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ მაინც სძლია დანარჩენ ოპონენტებს. ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ინფორმაცია, რომ სხვა რიგი კანდიდატებიც განიხილებოდნენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ კახა კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა იმიტომ, რომ მათ ერთდროულად დაკარგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ზვიად ხარაზიშვილი და ჯერჯერობით, კახა კალაძის გადაგდება ბიძინას არ უნდა ნაგვის ყუთში. რამდენიმე თვე მისცემს შანს, რომ ისევ ფული აკეთოს თბილისის მერიაში. ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებსა და დოღში ვინ გავა მეორე, მესამე, თუ პირველ ადგილზე საერთოდ არ გვაინტერესებს“,- განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობას არჩევნებში, ლევან სანიკიძის თქმით, „ლელოს“ ამომრჩეველთა ბაზა მნიშვნელოვნად შემცირდება.

„სამწუხაროდ, გახარიას პარტიაზე არავითარი სენტიმენტი არ მაქვს, რაც უფრო მალე გაქრება პოლიტიკური ველიდან, ჩემთვის ნამდვილად არ იქნება გულსატკივარი. როდესაც ასე იქცევა ლიდერი და გარბის ქვეყნიდან, მის გუნდსაც ტოვებს მარტო და ბრიუსელს ასაღებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად. რაც შეეხება „ლელოს“, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩეველთა ბაზა, რომელიც წინა არჩევნებზე, თუნდაც გაყალბების შედეგად, მას ჰყავდა, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული“,- განაცხადა მან.

ამასთან, როგორც სანიკიძემ განმარტა, ამ და მომდევნო კვირაში ისინი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

„ჩვენ ვიქნებით მთელი საქართველოს მასშტაბით. დაელოდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება ამ და შემდეგ კვირაში ჩვენს კამპანიასთან დაკავშირებით, როგორც დამოუკიდებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ისე რვიანის ფორმატის მხრიდანაც. ამავე დროს, ვიქნებით ძალიან აქტიურები სხვადასხვა სახის კამპანიის წარმოებაში. არ ვაპირებთ, მათ შორის, არც ადგილობრივი პრობლემების მიტოვებას და ამ თემის სხვისთვის გადაბარებას. ასევე, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ევროპის დედაქალაქებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იმისთვის, რომ ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება მოხდეს და ვერ მიიღოს ვერანაირი ფორმით ივანიშვილმა ლეგიტიმაცია.

ის, რომ ხელისუფლება ეძებს ლეგიტიმაციას და ის, რომ ყაველაშვილი ოცნებობს ოღონდ რომელიმე ოპოზიციონერმა მის სახელსა და გვარზე, ბლანკზე დაიტანოს შეწყალების თხოვნა და აღიაროს ის პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ მიუთითებს რა არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი. არ მგონია, რომ ამ სამარცხვინო კაპიტულანტური შეთავაზებით, რომელიმე ოპოზიციონერი მოთაფლოს. თუმცა კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ მძიმე ვითარება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძემ საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამის არავითარი შანსი არ არსებობს“.

„როცა ევროკავშირში პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, როდესაც დღე-დღეზე ბრიტანული სანქციები უნდა დაუწესდეს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად არის მომაკვდინებელი ხასიათის მატარებელი, შეუძლებელია აშშ-ს ჰქონდეს მისი პარტნიორებისგან განსხვავებული პოზიცია. მითუმეტეს, როცა ქვეყანას მართავს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ირანის მეჯლისზე ესწრებოდა სხდომას, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ამის შესახებ გადასარევად არიან ინფორმირებულები და არავითარი შანსი „ქართული ოცნების“ არსებულ თუ შემდგომ ფორმაციას, არ აქვს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის“, - განაცხადა სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა