პროკურორი საბა სხვიტარიძის საქმეზე - ჩვენ ვხელმძღვანელობთ მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე

პროკურორი განმარტავს, რატომ მოითხოვა ბრალდების მხარემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება.

„პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლოა უტყუარად ვერ გაიგო პოლიციელების განცხადება მათი სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.

აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს