კახა კალაძე - კონკრეტულ ქვეყნებში მათთვის სასურველ შედეგს თუ ვერ იღებენ, შემოაქვთ რუსეთის თემა, ხელისუფლებას ეძახიან რუსეთუმეს - რაც ჩვენთან ხდება ახლა, იგივე ხდება სხვა ქვეყნებში

2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, იმ დღიდან დაწყებული დღემდე, მიდის ნარატივი, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს. რუსეთის თემის წამოწევა მხოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ხდება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მტკიცებულებების საკითხს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი ნარატივი წლებია საქართველოსთან მიმართებითაც ისმის.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ე.წ. დიფსთეითი კონკრეტულ ქვეყნებში მათთვის სასურველ შედეგს ვერ იღებს, შემოაქვს რუსეთის თემა და მოქმედ ხელისუფლებას „რუსეთუმეს“ ეძახის.

„აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ეხმარებოდა და რუსული პროექტიაო, რაც წარმოუდგენელია. მხოლოდ საქართველოში არ ხდება ამ ტიპის ქმედებები. მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე ნარატივია. როდესაც ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები კონკრეტულ ქვეყნებში მათთვის სასურველ შედეგს ვერ იღებენ, შემოაქვთ რუსეთის თემა, ხელისუფლებას ეძახიან რუსეთუმეს და ა.შ. რაც ჩვენთან ხდება ახლა, იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც. ნახეთ რა მოხდა რუმინეთში - საპრეზიდენტო კანდიდატი მოხსნეს, რომელსაც უდიდესი შანსი ჰქონდა გამარჯვების. ამას საფუძვლად დაუდეს ის, რომ „ტიკტოკის“ ქსელში უფრო აქტიურად იყო ჩართული, მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და თურმე ეს რუსული თემა ყოფილა. მოლდოვაში ოპოზიციური ტელევიზიები საერთოდ აკრძალეს, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. ასევე, გერმანიაშიც მიდის აქტიური საუბარი, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები უნდა გაუქმდეს.

პარალელებს თუ გავავლებთ, 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა, იმ დღიდან დაწყებული დღემდე, მიდის ნარატივი, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, რუსულ კანონს იღებს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სისულელე და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქართულ საქმეს აკეთებს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესს იცავს. მოცემულობა არის ეს, ხოლო მეორე მხარეს მიდის პროპაგანდა. შეგიძლიათ ნახოთ არქივი და თავად დარწმუნდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში