გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ

ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განცხადება გუშინ, ბერლინში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტთან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავენ“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.

უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარ კანონპროექტს წარადგენს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა