გიორგი ვაშაძე - გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე - თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას - აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას

ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა - რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, საჭიროა „პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ“.

„ქართული ოცნების“ ძალა ჩვენი დაქსაქსულობა და ურთიერთ თავდასხმებია. ის, რაც რეჟიმს დაამარცხებს, არის ძლიერი, მწყობრი გაერთიანება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. როცა ეს გაერთიანება გამოჩნდება კვლევებში პირველ ადგილზე, ცვლილების პროცესი დაჩქარდება, მერყევ, გადაუწყვეტელ მოქალაქესაც უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდება უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“ და დასავლელი პარტნიორებიც უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

გვჭირდება, პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების სისტემური, პარიტეტული გაერთიანება, სადაც ყველა ინარჩუნებს იდენტობას, მაგრამ მოქმედებს ერთიანი სახელით, საერთო ბრენდის ქვეშ.

გაერთიანება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.

რეკომენდებულია, რომ ამ ერთობის ბირთვი იყოს ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტია და „წინააღმდეგობის პლატფორმა".

გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, ხოლო კონსენსუსის არქონისას – ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის.

განსაკუთრებულ საკითხებზე შესაძლებელია სახალხო ჩართულობით – ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციით, სადაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ მონაწილეობენ.

აქტიური კამპანია, ერთიანი ბრენდი და შეთანხმებული მოქმედებები გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას.

გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს