თორნიკე ართქმელაძე - რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო საჯარო მოხელეები, რომელთა დაშინებას საბჭოთა მეთოდებით ცდილობს - პირმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციაზე, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართოს და არა კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას

ყველა იმ პირმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციის შესახებ, უნდა მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს და არა რაჟდენ კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას - კორუფცია არის დანაშაული და არა ადმინისტრაციული გადაცდომა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას საჯარო უწყებებში კორუფციის მხილების მექანიზმთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, რადგან „ქართული ოცნების“ არც ერთი კორუფციული გარიგება დღემდე გამოძიებული არ არის.

„საქართველოში საბჭოთა სტილის რეპრესიები გრძელდება. ამჯერად, რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო საჯარო მოხელეები, რომელთა დაშინება ძველი, კარგად გამოცდილი საბჭოთა მეთოდებით ცდილობს. კერძოდ, ე.წ. დანოსებისა და ანონიმკების საშუალებით. რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელ განცხადებას არავითარი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, რადგანაც „ქართული ოცნების“ კორუფციული გარიგებები ხელისგულზე დევს და არც ერთი მათგანი დღემდე, გამოძიებული არ არის. დღევანდელი ამ ე.წ. განცხადების ერთადერთი მიზანია, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ შიშში, სტრესში და მათ ეშინოდეთ გვერდზე მომუშავე ადამიანის, რადგანაც არ ეცოდინებათ, როდის დაასმენს მას რაჟდენ კუპრაშვილთან.

შევახსენებ ყველას, მათ შორის, „ქართულ ოცნებასაც“, რომ მამხილებლის ინსტიტუტი დაცულია, როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, გაეროს კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით, ყველა ის პირი უნდა იყოს დაცული, რომელიც კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, კერძოდ კორუფციის შესახებ. კორუფცია - ეს არის დანაშაული და არა გადაცდომა, რომელზედაც შესაძლოა იყოს გამოყენებული როგორც დისციპლინარული დევნის საფუძველი. შესაბამისად, ყველა იმ პირმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციის შესახებ, უნდა მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას და არა რაჟდენ კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას. კორუფცია არის დანაშაული და არა ადმინისტრაციული გადაცდომა“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ცნობისთვის, დღეს რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს „მხილების“ ძლიერი მექანიზმი, „მამხილებლის“ დაცვის მექანიზმი კი გაძლიერდება. მისივე თქმით, მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს