დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი - საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, მედიით გავიგე - კარგი იქნებოდა, მანამდე მცოდნოდა

საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა - საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებითი საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ქონია, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ინფორმაციის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდება სავალდებულო არ იყო.

„ჩატარდა რეფორმა, რითაც შეიქმნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რამაც თავისი პერიოდი წაიღო. ამ საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელიც მაისში გაიმართა, საორგანიზაციო ხასიათის იყო.

საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა, მედიის საშუალებით გავიგე. დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავიანთ ჩარჩოებში, დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, დაზვერვის სამსახური აქტიურად არის ჩართული არაღიარების მიმართულებით, ამიტომ ეს ინფორმაცია რომ არ მქონდა, პრობლემას ვერ ვხედავ. საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა.

კანონია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, ეს კანონი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობას, დაზვერვის სამსახურის უფროსი მუდმივი წევრია ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში.

ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ჩარჩოებში, არასწორად მიმაჩნია, როდესაც ერთი სამსახური, მეორე სამსახურის საქმიანობაში ერევა, საოკუპაციო ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანალიტიკური დეპარტამენტი. ეს პროცესი საზღვრებს შიგნით ხდება, საზღვრებს იქით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევის ფორმატი ხომ გაგიგიათ? აი ამ კუთხით.

მე ამ საკითხს გლობალურად განვიხილავ, საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის მხრიდან და ბორდერიზაცია ხორციელდება. კანონში წერია, რომ საბჭომ მსგავსი საკითხი უნდა განიხილოს, ანუ არა მარტო უსაფრთხოების კუთხით არის მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის ბორდერიზაცია მტკივნეული საკითხია.

მუდმივმოქმედი საბჭოს წევრს შეუძლია მიმართოს თავის კომპეტენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს, რათა მან უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს. პასუხისმგებლობის საკითხს ნუ შემოიტანთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მოკვლევა მიმდინარეობს.

დიდი შეცდომაა, როდესაც საზღვრის გადაწევა-გადმოწევაზე საუბრობთ, საზღვარი გადის კავკასიის ქედზე, რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ეს პროცესი მიმდინარეობს და არ გაჩერებულა.

თქვენ ხომ გინდათ საქართველო ერთიანი და ძლიერი იყოს? ევროკავშირის წევრი? როგორ ფიქრობთ, გახლეჩილი საზოგადოებით ჩვენ ამას მივაღწევთ? თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენზეცაა პასუხისმგებლობა, თუ რამდენად ხელს ვუწყობთ საზოგადოების კონსოლიდაციას. თუ ისეთ კითხვებს დასვამთ, ნუ მოელოდებით, რომ მე ისეთ პასუხს გაგცემთ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება შევიტანო.

რაც მე მაქვს ინფორმაცია, საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებითი საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

აქ პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს სუს-ი, როგორ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ერთი უწყება, თუ მეორე უწყება რაღაც საქმიანობას ახორციელებს, ისე რომ არ აყენებდეს საქმის კურსში მას, ვინც საქმის კურსში უნდა იყოს. ვალდებულება არ იყო, რომ მათ დაზვერვის სამსახურისთვის ეთქვათ, ჩვენი სპეციფიკა სულ სხვაა, მაგრამ კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა",- განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს