ევროკომისია ანტიკორუფციული ორგანოების გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებებს მიესალმება

ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ განაცხადა.

გიიომ მერსიემ განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტშია, რათა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ევროკავშირის შეშფოთების გათვალისწინება მოხდეს.

„ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზომები მიიღო. ამ ქმედებებს მივესალმებით“, - აღნიშნა მერსიემ.

ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „კანონპროექტის ტექსტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.

„ტექსტი კარგად დაბალანსებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კანონპროექტს უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარუდგენს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის