პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტებზე ორ პირს  ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შსს-მ ბრალდებულებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ და „კოკაინი“ ამოიღო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ და „კოკაინს“, შემდეგ კი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ და „კოკაინი“.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’, მესამე ნაწილის ‘’ა’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 19-260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ‘’ბ’’ და მეექვსე ნაწილის ‘’ა’’ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა