ზაზა თავაძე - 2019 წლის მაღალჩინოსნები ერთ ხმაში მღერიან, რადგან ისინი კორუფციის გამო არიან მოწყვლადები - სწორედ მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება, რასაც ახლა გახარიას უპირებენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა თავაძის განცხადებით, გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პროცესი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური შურისძიებაა.

როგორც თავაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას აღნიშნა, ჩორჩანას ეპიზოდი წარმოადგენს მმართველი პარტიის მცდელობას, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური შურისძიება სისრულეში მოიყვანოს.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ 2019 წლის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც „კორუფციის გამო მოწყვლადები“ არიან, დღეს ერთ ხმაში აძლევენ ცრუ ჩვენებებს.

“ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური შურისძიება ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ და ახლა მოდის სისრულეში ჩორჩანას ე.წ. საქმის „შეკერვით“. 2019 წლის მაღალჩინოსნები ერთი-ერთში, ერთ ხმაში მღერიან და აძლევენ ცრუ ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ. კაცუნებივით იქცევიან, მაშინ როდესაც ერთმა ცალკე აღებულმა ქალმა, მაია ცქიტიშვილმა გადაწონა ეს ათობით ადამიანი. ჩვენ არა მარტო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტები გვაქვს სახეზე, არამედ დანაშაულთა ერთობლიობა. მაგალითად, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ყოფილი მინისტრები, სუს-ის ხელმძღვანელი, რომ მათ არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით გაიგეს, ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კაცუნები არიან მოწყვლადები. კარგად ვიცით, რომ „ოცნება“ დგას კორუფციაზე, შესაბამისად, ისინი ამ კორუფციის გამო არიან მოწყვლადები.

მათ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი წესით ამაზე პასუხისგება, ზუსტად იმაზე მოუწევთ პასუხისგება, რაზეც ახლა გახარიას უპირებენ 15-წლიანი მუხლით ციხეში გაშვებას. ზუსტად ეს არის ქვეყნის ღალატი, ქვეყნის ინტერესების ღალატი პირადი გამორჩენის გამო“, - განაცხადა თავაძემ.

ასევე, ზაზა თავაძემ ისაუბრა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მოვლენები წარმოადგენდა შტურმს სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა, მისი თქმით, ამ ფაქტზე გაკეთებული „პოლიტიკური სპექტაკლი“ „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიების გაგრძელებაა.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა ერთადერთი რამ, რომ ეს იყო შტურმი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. შესაბამისად, იყო ცალკეული გადამეტებები. რაც შეეხება იმას, რასაც ახლა „ოცნება“ აკეთებს, ეს არის სპექტაკლი, რომელიც მათ ახასიათებს. იმიტომ, რომ შურისძიება იყოს ბოლომდე. ჯობია, ერთი საქმე კი არა ორის საქმე „შევკეროთ გახარიას წინააღმდეგ, უფრო მყარად ვიქნებით - ამ ყველაფერს ასე შევხედავდი. პოლიტიკურად ერთი საქმე იქნება თუ ორი „შეკერილი“ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი რეჟიმის პირობებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ საქმეს „შეკერავენ“ გახარიას წინააღმდეგ“, - განაცხადა თავაძემ.

ზაზა თავაძემ, გიორგი გახარიას მიერ საქართველოში არ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შურისძიების პირობებში ყოფილი პრემიერის საქართველოში დაბრუნება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

მისი თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა შედეგს ვერ აღწევდა, გიორგი გახარიამ ორ კვირაში გამართა შეხვედრები ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

თავაძის განცხადებით, სწორედ გახარიას აქტიური ჩართულობის შედეგად მოხერხდა ვიზალიბერალიზაციის მყისიერი შეჩერების თავიდან აცილება.

„როდესაც შენ წინააღმდეგ 15-წლიანი მუხლით პოლიტიკურად მოტივირებული საქმის „შეკერვას“ აპირებენ, ამ დროს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და ამ რეჟიმისთვის ჩაბარება, არ იქნება სწორი. „ოცნების“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაც უნდა გაეკეთებინა შვიდი თვის განმავლობაში, გახარიამ ორი კვირის განმავლობაში გააკეთა, როდესაც ის შეხვდა ათეულობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათმა უმრავლესობამ პირდაპირ გაიზიარა გიორგი გახარიას თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების“ რეჟიმის წევრები უნდა დასანქცირდნენ და არა საქართველოს მოქალაქეები. დიდწილად გახარიას დამსახურებაა, რომ მყისიერად არ მოხდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება“,- განაცხადა თავაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე