რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 26 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, 25 - ბრიანსკში, 23 - როსტოვში, 9 - აზოვის ზღვის თავზე, 8 - კრასნოდარის მხარეში, 5 - სტავროპოლში, სამ-სამი კურსკისა და ტამბოვის ოლქებში, ორი - ვორონეჟში, ერთი - ორლოვში.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, ტიმაშევსკში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ტემრიუკისა და სლავიანსკის რაიონებში კი კერძო სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

როსტოვის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო, როდიონოვო-ნესვეტაისკის რაიონის სოფელ გენერალსკოეს და კრასნოსულის რაიონის მალაია ფედოროვკას ფერმაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერები სწრაფად ჩააქრეს. აფეთქების ტალღამ კამენსკის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი დააზიანა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის