შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კობა ხაბაზის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს რუსულს უწოდებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი.

,,ნაცმოძრაობის“ მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი“, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა