რაჟდენ კუპრაშვილი „მხილების“ მექანიზმზე - ამ ცვლილებებით საჯარო სექტორში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო განმტკიცდება - რაც ყველაზე მთავარია, აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები

ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება - რაც ყველაზე მთავარია, აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ცვლილებებით, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს.

„ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია - აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის განმარტებით, მამხილებელი შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

„მთავარია, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნეს შესწავლილი და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროულად ხდებოდეს რეაგირება. შესაბამისად, თუ საჯარო სექტორში იარსებებს მსგავსი წარმოების მექანიზმები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჯარო მოხელის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამიტომ, აქ არანაირი საფრთხე არ არის - პირიქით, საჯარო მოხელეებს ძალიან კარგად ესმით თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ასეთი ფაქტის გადამოწმებას იმისთვის რომ საჯარო სექტორში აღმოიფხვრას ნებისმიერი სისუსტე, რომელმაც შეიძლება შეიქმნას კორუფციული რისკი. ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ კონკრეტულ დარღვევას და დანაშაულს დავასწროთ და მანამდე მიეცეს საშუალება პრევენციას, რომ გამოასწოროს არსებული სისუსტე“, - განმარტა კუპრაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს