მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თანხის გადახდა „რეჟიმის შეცვლის შემდეგ მოხდება“.

„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად, აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ”, - წერია მიხეილ სააკაშვილის პოსტში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს ძალოვანი უწყების, მათ შორის გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან“, ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ. „ყველამ, ვინც ხალხის დარბევაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჯილდოდ უნდა მიიღოს 200 000 დოლარი. დაიმახსოვრეთ, 200 000 დოლარს ჯილდოს სახით მიიღებს ყველა, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს არ ისვრის. დააგდეთ ეს გაზის იარაღი, 200 000 დოლარს სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა, ბიძინა ივანიშვილის კანტორა,[გადმოგეცემათ]. 50 იქნებით, 50-ვეს [გადმოგეცემათ]. ამ ფულს საიდან მოვიტანთ? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, ხომ გესმით, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს