„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სტრატეგიულ შეხვედრებს მართავენ.

მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული.

„ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან. საქართველო განიხილება როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო "შუა დერეფნის” მთავარ ქსელურ კვანძს. ტრანზიტული ინფრასტრუქტურის ფუნქციური მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა ტვირთბრუნვის 30 პროცენტიანი ზრდით. ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას.

ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციო-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი.

საქართველოს, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოს შესაძლებლობები ხაზს უსვამს მის სისტემურ მნიშვნელობას ევრაზიული ვაჭრობის ახალ კონფიგურაციაში, სადაც უზრუნველყოფილია 2.3 მილიარდ მომხმარებლის ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი შეთანხმებების ინსტრუმენტების მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს.

„შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ დღეს ეს თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველასთვის როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის. და ამ ორი ბაზრის დაკავშირება ვერ მოხდება შუა დერეფნის გარეშე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს და საქართველოს მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც უპირველესად პოზიტიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე