უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას თავმჯდომარეზე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უმაღლესმა რადამ კანონპროექტი 31 ივლისს „ელვისებური სისწრაფით“ უნდა განიხილოს.

„ამ კანონპროექტის განხილვისას, მე მის დაუყოვნებლივ მიღებას და ასევე, მის დაუყოვნებლივ ხელმოწერას შევთავაზებ“, - განაცხადა სპიკერმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.

უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა. ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ დაამტკიცა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა