სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი 15:9 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული. თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი 22 ივლისიდან მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ