ანა დოლიძე - „ქართული ოცნება“ ჭრის ბოლო ტოტს, რომელზეც ზის - გაგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას და დაგვაბრუნებენ უბედურებაში

„ქართული ოცნება“ ჭრის იმ ბოლო ტოტს, რომელზეც თვითონ ზის - რეკომენდაციებიდან არაფრის შესრულებას არ აპირებენ და სამწუხაროდ შედეგი გვიახლოვდება, ეს ზვირთი გვიახლოვდება და გაგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, 4-5 ოქტომბრამდე მისი და მისი პარტიის მთავარი ამოცანაა, უვიზო მიმოსვლის დაცვა.

“სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში უვიზო მიმოსვლა ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ჭიპლარი, რომელიც რჩება და გვაკავშირებს ევროკავშირის სამყაროსთან. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს ჭიპლარი გადაჭრას. თქვას, რომ [ევროკავშირი] თქვენი გეოპოლიტიკური ასპარეზი არ არის, გაანებეთ თავი და აქეთ სხვაგან გაიხედეთ. დღევანდელი დღიდან, 4-5 ოქტომბრამდე, ჩემი ამოცანა არის, რომ ჩვენი ძალების მობილიზება, რომ ეს[უვიზო მიმოსვლა] შევინარჩუნოთ...

„ქართული ოცნება“ საფრთხის ქვეშ აყენებს და ჭრის იმ ბოლო ტოტს, რომელზეც თვითონ ზის და ეს პატარა ტოტი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს რომ პურის რიგებში არ დგას და არ შიმშილობს, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი ოჯახის წევრები, ყოველ ოჯახში ერთი წევრი, უცხოეთშია და იქიდან აგზავნის ფულს. 9 რეკომენდაციიდან არაფრის შესრულებას არ აპირებენ და ეს პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უვიზო მიმოსვლას. სამწუხაროდ შედეგი გვიახლოვდება, ეს ზვირთი და გაგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას და დაგვაბრუნებენ იმ უბედურებაში, რაშიც ვიყავით, საზღვარზე რომ უნდა შეხვიდე და რომ გიყურებენ ნორმალური ხარ, თუ არა ხარ ნორმალური.

ევროკავშირი ფიქრობდა ძალიან ბევრ მიდგომაზე, პერსონალური სანქციები, პერსონალურად პასუხისგება ვიღაცების მიერ, ეს ყველაფერი დროებით არის ჰაერში იმიტომ, რომ მას არ თანხმდება ორი ქვეყანა, სლოვაკეთი და უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა თავშეკავებისკენ ფიქრის რეჟიმშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც გვაქვს რესურსი, შესაძლებლობა და კარგი კავშირები ევროკავშირთან, დიასპორასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ერთად მობილიზებით პირველ რიგში გავაგებინოთ ამ ჩვენს მეგობრებს, სლოვაკეთს და უნგრეთს, კამპანიის ნაწილი იქნება ეს, რომ მივიტანოთ სათქმელი, ის რაც მოხდება ახლა, არის კატასტროფა ქართველი ერისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას