კულტურის სფეროს წარმომადგებლები ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით - „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის”, მსვლელობას მოაწყობენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ხვალ, 27 ივლისს საპროტესტო მსვლელობას ლოზუნგით:­„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” მოაწყობენ.

ისინი 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.

„კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც ქვეყნის ევროპული მომავლის უარყოფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურული იდენტობის ღალატს ნიშნავს, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადასარჩენად. ჩვენ არ შევეგუებით წართმეულ არჩევანს, საპატიმროებში გამომწყვდეულ თანამოქალაქეებს, მიტაცებულ სასამართლოს, და ჩვენი უპირობო არჩევანის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის უგულებელყოფას.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! არა რუსულ ფარსს!

ჩვენ ვამბობთ – კი, ევროპულ მომავალს, არა იზოლაციას და ავტორიტარიზმს!

ჩვენ, ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის!”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა