გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადებას მივესალმები

ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადებას მივესალმები, - ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეტჩერი აცხადებს.

„ადგილზე მყოფ ჩვენს გუნდებთან კონტაქტი გვაქვს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ რაც შეიძლება მეტ მშიერ ადამიანამდე მიაღწიოს“, - წერს ტომ ფლეტჩერი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში უკვე შევიდნენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს