ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა - „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ მიმდინარეობს

„კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის!“ - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქციაში მონაწილეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

მსვლელობას აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მცირე პერფორმანსიც მოაწყვეს. მათ შავ ბანერზე თეთრი ძაფით ამოკემსეს: „თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები". ამასთან, ფურცლებზე აქციაზე დაკავებული მოქალაქეების სახელები დააწერეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში უსამართლობა ხდება, რომელსაც ცვლილებები სჭირდება. აქციის ორგანიზატორები ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: "თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!". მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს