„გორბის“ კვლევით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7%-მა - „ლელო - ძლიერი საქართველო“, 10%-მა  - „გახარია საქართველოსთვის“

„გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;

10% - „გახარია საქართველოსთვის“;

9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;

7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

3,2% - „გირჩი“;

1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

1,1 % - სხვა პარტიები.

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა.

„საველე სამუშაოები: 22 ივნისი - 5 ივლისი. 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია, როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე

ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს