„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ყიდულობს, კომპანიებს აფუძნებს და საკუთარი შვილებისთვის ევროკავშირის მოქალაქეობას იღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრების, თანამდებობის პირებისა და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ყიდულობს, კომპანიებს აფუძნებს და საკუთარი შვილებისთვის ევროკავშირის მოქალაქეობას იღებს“.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მათ მოიძიეს ინფორმაცია 18 პირის შესახებ, ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში.

„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის. ეს ფაქტი მარტივად ჩანს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი. ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რასაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში უძრავ ქონებას ფლობენ: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი; თბილისის მერი, კახა კალაძე; „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური; ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვახტანგ ჯაოშვილი; ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი; რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი დესპანი გიორგი ქაჯაია; ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე; საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში, ნიკოლოზ ლალიაშვილი; საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი; „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი; საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე; დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნათელა მენაბდე; სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გაიოზ ქაჯაია და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარე, მაგდანა ყურაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე