დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით, რადგან ყველგან გვამებია - ვაპირებ რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შევამცირო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შეამციროს.

შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ყოველ ჯერზე რუსეთი უკრაინის დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქების მისამართით რაკეტებს უშვებს, რის გამოც ის იმედგაცრუებულია.

პასუხად კი ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს და კრემლისთვის მოსაფიქრებლად მიცემულ ვადას შეამცირებს.

„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მას ძალიან კარგად ვუგებდი... თუმცა ის იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში და ბევრ ადამიანს კლავს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან - ყველგან გვამებია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მე ვაპირებ 50 დღე შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება“, - განაცხადა მან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა